დამატებითი
სერვისები არის პროდუქტები ან/და სერვისები, რომლებსაც შეიძენთ ავიატრანსპორტირებასთან ერთად
და რომლებსაც უზრუნველყოფს მესამე მხარის მომწოდებლები (მაგალითად,
ავტომობილის დაქირავება, სასტუმროში განთავსება, ტრანსფერი აეროპორტ(იდან/ში), პარკირება აეროპორტში, უსაფრთხოების შემოწმების სწრაფად გავლა,
ლაუნჯზე წვდომა და ა.შ.).
დაჯავშნილი დამატებითი სერვისების თარიღის/დროის შესაცვლელად (ფრენას რომ
დაემთხვეს) მიმართეთ შესაბამისი სერვისის მომწოდებელს, ვინაიდან სწორედ ის
შეძლებს თქვენ დახმარებას.
ჯავშნის
ნებაყოფლობით გასაუქმებლად დაუკავშირდით ჩვენს საინფორმაციო ცენტრს, ან
გადმოგვიგზავნეთ საჩივარი ჩვენი ვებგვერდიდან. გაითვალისწინეთ, რომ იმოქმედებს სტანდარტული წესები
და პირობები.
სამოგზაურო დაზღვევასთან დაკავშირებული შეკითხვებით მიმართეთ უშუალოდ სამოგზაურო
დაზღვევის მომწოდებელს.
სამწუხაროდ,
ჩვენ არ გავცემთ ინვოისებს დამატებითი სერვისებისთვის. ინვოისებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ
შესაბამისი სერვისის მომწოდებელს.
ჯავშნის
გაუქმების შემთხვევაში იმოქმედებს სტანდარტული წესები და პირობები. გთხოვთ,
გაეცნოთ ჩვენს ტრანსპორტირების ზოგად პირობებს. თქვენ მიერ შეძენილ დამატებით
სერვისებში გადახდილი თანხის დაბრუნების შესაძლებლობის თაობაზე მიმართეთ
შესაბამისი სერვისის მომწოდებელს.
სამწუხაროდ,
ჩვენ არ ვაბრუნებთ დამატებით სერვისებში გადახდილ თანხას, ვინაიდან მათ უშუალოდ არ უზრუნველყოფს Wizz
Air. თანხის დაბრუნების შესაძლებლობის თაობაზე მიმართეთ შესაბამისი
სერვისის მომწოდებელს.
თქვენს WIZZ
ანგარიშზე კრედიტი აისახება ავტომატურად. თუ თქვენს WIZZ
ანგარიშზე კრედიტი არ ჩარიცხულა, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ საჩივარი ჩვენი ვებგვერდიდან,
აქ გადასვლის მეშვეობით, რის
შემდეგაც ჩვენ დაგეხმარებით აღნიშნულ საკითხში.
WIZZ ანგარიშზე ქულების ჩარიცხვის თაობაზე მიმართეთ ერთობლივი საკრედიტო
ბარათის გამცემს.
თქვენი განაცხადის
გადასაგზავნად დაუკავშირდით უშუალოდ ამა თუ იმ სერვისის მომწოდებელს.